ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეწერში „სოციალური მაცივარი“ დადგეს
07-04-2021

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „პერსეფონელები“ მონაწილეობდა მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით დაგეგმილ კამპანიაში (არა სიღატაკეს, არა შიმშილს, თანადგომა საერთო მიზნებისთვის).

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში მოსწავლეების ინიციატივით, სკოლის დირექციის აქტიური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლების თანადგომით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის თემში (ეწერი) დაიდგა „სოციალური მაცივარი“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203