ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღეს სპორტულ-გასართობი შეჯიბრი მიუძღვნეს
07-04-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში სპორტული-გასართობი შეჯიბრით - „მხიარული სტარტები“ სპორტის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ და იხალისეს.თავი კარგად გაართვეს დაკისრებულ დავალებას. მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი ემზარ შონია გახლავთ.

6 აპრილს მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2013 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მიღებული დადგენილების თანახმად, 2014 წლიდან, ყოველი წლის 6 აპრილს, საქართველო მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ამ თარიღს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203