ლახამულის საჯარო სკოლაში გურამ დოჩანაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
07-04-2021

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულის საჯარო სკოლაში გურამ დოჩანაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

მოსწავლეებმა მწერლის შემოქმედებიდან რჩეული ამონარიდები წაიკითხეს. 

„დღეს, როცა საქართველომ უკანასკნელ გზაზე გააცილა თანამედროვე კლასიკოსი, ნიჭიერი მწერალი გურამ დოჩანაშვილი სკოლის პედკოლექტივმა და მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას. მწერლის გავლილ ცხოვრებაზე, მის ღვაწლზე საინტერესოდ, ვრცლად ისაუბრა სკოლის დირექტორმა ნაზი საბანიძემ. მოსწავლეებმა კი წაიკითხეს რჩეული ამონარიდები მისი შემოქმედებიდან“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203