„ვიდრე დედა გყავს...“ - შუხუთის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა საინტერესო ღონისძიება ჩაატარეს
07-04-2021
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლაში მეხუთე კლასის მოსწავლეებმა დედის დღის აღსანიშნავად ღონისძიება ჩაატარეს.

„დედა -  ეს ყველაზე მშვენიერი სიტყვაა დედამიწაზე, რომელიც ყველა ენაზე ერთნაირი სინაზით ჟღერს.

დედის დღე - ეს არის კიდევ ერთი შანსი მადლობა გადაუხადოთ ადამიანს, რომელმაც სიცოცხლე გვაჩუქა, იმ სიყვარულისთვის, ზრუნვისთვის და უანგარო მსხვერპლისთვის, რომელსაც ის საკუთარი შვილების კეთილდღეობისთვის იღებს. ამ დღეს მიეძღვნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლის V კლასში ჩატარებული ღონისძიება: ვიდრე დედა გყავს...“, რომელიც ჩატარდა კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით. ღონისძიება მოამზადა მუსიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისა და კლასის ხელმძღვანელის აქტიური თანამონაწილეობით.  

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები და დედები. ბავშვებმა ისაუბრეს ამ დღის აღნიშვნის ისტორიაზე, გაზაფხულზე, მხატვრულად წაიკითხეს დედისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს სიმღერები გაზაფხული მოსულა“ და დედა, დედიკო...“ ბოლოს მშობლებს მიართვეს საკუთარი ხელით დამზადებული ბარათები. ეს იყო თბილი, ემოციურად დატვირთული დღე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203