სენაკის N1 სკოლის მეორეკლასელებმა გარემოსდაცვით თემაზე მრავალფეროვანი პოსტერები შექმნეს
07-04-2021
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-2დ კლასში პედაგოგმა შორენა ნოდიამ, ბუნებისმეტყველებაში საინტერესო და სახალისო გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის თემა იყო - საარსებო გარემო.
„ადამიანის უპასუხისმგებლო ქმედების შედეგად შესაძლოა ორგანიზმების საარსებო გარემოს დაზიანება მოჰყვეს. მოსწავლეებს პოსტერები უნდა შეექმნათ, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს გარემოს დაბინძურებამ ცოცხალ ორგანიზმებს, როგორ დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან.
მოსწავლეებმა საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი პოსტერებით გადმოსცეს რა საფრთხის წინაშე დადგება დედამიწა და ცოცხალი სამყარო. პოსტერში საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ გარემოს დაცვა და გაფრთხილება თითოეული ჩვენგანის ვალია“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს