უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თიხის ლამაზი ნაკეთობები შექმნეს
07-04-2021

​საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლას კერამიკოსები ესტუმრნენ და სტუდიაში დაპატიჟეს. რეგულაციების სრული დაცვით მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელები ფაბრიკას ესტუმრნენ და საკუთარი ხელით ულამაზესი ნამუშევრები შექმნეს.  

„27 მარტს  თბილისში „კერამიკ სტუდიოს“ ვეწვიეთ,  სადაც მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებმა ფაბრიკა დაათვალიერეს და სამუშაო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ. თიხა დაამუშავეს და ლამაზი ნაკეთობები შექმნეს. შინ ძალიან კმაყოფილები და ნასიამოვნები წამოვედით“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203