„მედიაციის როლური თამაში“ - ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა - კოლეჯი „პროგრესი“ IX-XII კლასის მოსწავლეებს კონკურსში იწვევს
07-04-2021

„მედიაციის როლური თამაში“ - ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა - კოლეჯი „პროგრესი“ IX-XII კლასის მოსწავლეებს კონკურსში იწვევს. კონკურსში მონაწილეობა უფასოა. ღონისძიება ZOOM პლატფორმაში წარიმართება.

„ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა - კოლეჯი „პროგრესი“, ბიზნეს სკოლა და სამართლის კლუბი გიწვევთ კონკურსში: მედიაციის როლური თამაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს.

თარიღი: 23 და 24 აპრილი;
მონაწილეობა უფასოა;
კონკურსის ენა: ინგლისური
კონკურსის ფორმატი: ონლაინ, ZOOM პლატფორმით.

პირველ დღეს მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი მედიაციის თემაზე და ექნებათ სიმულაციური თამაში. მეორე დღეს გუნდის წევრებთან ერთად, რომლებსაც აირჩევენ შემთხვევითობის პრინციპით განიხილავენ ქეისს, მოირგებენ მედიატორების როლს.
გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, შესაბამისი კრიტერიუმის მიხედვით.

კონკურსში მონაწილეობით ბავშვები იძენენ გამოცდილებას, პრეზენტაციურ უნარებს, სწავლობენ მედიაციია როლის მნიშვნელობას, გუნდურობას.

გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და სხვადასხვა პრიზი!

რეგისტრაცია გაიარეთ აქ https://bit.ly/3rUnOpO
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 აპრილი“ - წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203