არეშფერანის საჯარო სკოლამ, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ, სპორტულ შეჯიბრებაში გაიმარჯვა
07-04-2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა. ამ დღესთან დაკავშირებით „რანის“ მოედანსა და სპორტდარბაზში მინი ფეხბურთსა და ფრენბურთში შეჯიბრი გაიმართა.

ფრენბურთში როგორც გოგონათა ასევე ვაჟთა შორის არეშფერანის სკოლის გუნდმა მოიპოვა გამარჯვება.

სკოლა გუნდს გამარჯვებას ულოცავს. 

6 აპრილს მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2013 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მიღებული დადგენილების თანახმად, 2014 წლიდან, ყოველი წლის 6 აპრილს, საქართველო მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ამ თარიღს. ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად უერთდება ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203