„წერილი ბოთლში“​ - წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
07-04-2021

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლალი პართენიშვილის ხელმძღვანელობით, პროექტი - „წერილი ბოთლში“ განახორციელეს. 

„ძალიან საინტერესო პროექტი განახორციელეს წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლალი პართენიშვილის ხელმძღვანელობით, სახელწოდებით - „წერილი ბოთლში“. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს დაეწერათ წერილები სათაურით - „წერილი ჩემს თავს ათი წლის მერე“. დაწერილი წერილები ბოთლში დალუქეს და დამარხეს. ათი წლის შემდეგ, კლასელები ერთად შეიკრიბებიან და საკუთარ წერილებს დიდი მღელვარებით წაიკითხავენ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203