„ჩემი უსაფრთხოება“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა საგანგებო ვითარების დროს სამოქმედო გზები ისწავლეს
07-04-2021

„ჩემი უსაფრთხოება“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-3 კლასში მე და საზოგადოების გაკვეთილზე მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე იმუშავეს.

მათ ისაუბრეს თვალსაჩინოებების გამოყენებით მთავარ საკითხებზე, რომლებიც ეხებოდა ევაკუაციას სხვადასხვა საგანგებო ვითარებების დროს. დაათვალიერეს ევაკუაციის გეგმა, ცეცხლმაქრის კუთხე, ისაუბრეს თუ როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის, ხანძრის, გაზის გაჟონვის და სხვა საფრთხეების დროს. მოიძიეს და დახატეს უსაფრთხოების აღმნიშვნელი/გამაფრთხილებელი ნიშნები, თავიანთ მოსაზრებები გააცნეს თანაკლაშელებს.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს პანდემიის პირობებში თუ რომელი აუცილებელი რეკომენდაციები უნდა დაიცვან.

პატარებს მასწავლებელი მაია ქობულია ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203