„მართლაც, დასრულდა ეპოქა დიდი“ -წყალტუბოს N1 სკოლაში გურამ დოჩანაშვილისა და ანზორ ერქომაიშვილის შემოქმედებას ღონისძიება მიუძღვნეს
07-04-2021

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გურამ დოჩანაშვილისა და ანზორ ერქომაიშვილის შემოქმედებაზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

„ორი უდიდესი პიროვნება წავიდა ჩვენგან - ბატონები: გურამ დოჩანაშვილი და ანზორ ერქომაიშვილი, რომლებიც დააკლდნენ მთელ საქართველოს. მართლაც დასრულდა ეპოქა დიდი...

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ისაუბრეს ამ ორი ბუმბერაზის შემოქმედებაზე. ბატონ ანზორ ერქომაიშვილზე პრეზენტაცია წარმოადგინეს მე-8 კლასის მოსწავლეებმა: კრისტი ჩიხლაძემ და ნინო ბენიძემ (მასწავლებელი - მაკა ჟორჟოლიანი), ხოლო ბატონი გურამ დოჩანაშვილის შესახებ მე-10 კლასის მოსწავლეებმა: ქრისტინე უგრეხელიძემ, მარიამ გახოკიამ, ინა ხელაიამ, გიორგი კუტივაძემ (მასწავლებელი - ფაქიზო ფანჩულიძე) და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. სამარადისო დიდება მათ სახელებს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203