ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
07-04-2021

ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მეხუთეკლასელებმა ამ დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს. მათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა ჩხობაძე ხელმძღვანელობდა.

„2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა!  წიგნის კვირეულის ფარგლებში მე-5 კლასის მოსწავლეები დისტანციურად შეხვდნენ ხელნაკეთი თოჯინების ოსტატს, სალი გიგანს, 2 აპრილს კი თავიანთი ხელით შექმნილი თოჯინები წარმოადგინეს; მათთვის  საყვარელ საბავშვო წიგნზე ისაუბრეს, ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრებიც გაიხსენეს,  საინტერესო და სახალისო ვიქტორინაშიც მიიღეს მონაწილეობა, ბოლოს კი გურამ პეტრიაშვილის თეთრსულელა და ცისფერთვალება ზღაპრული გოგოც დაიმეგობრეს. 

კიდევ ერთი ლამაზი დღე შეემატა ჩვენს ჯადოსნურ სამყაროს;  „წიგნებთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებავს, სიბერეს ამხიარულებს, ბედნიერებას ამშვენებს, უბედურებაში თავშესაფარსა და დამშვიდებას იძლევა“ /ციცერონ მარკ ტულიუსი/“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203