თელავის N9 საჯარო სკოლის ფოიე დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საგაზაფხულოდ მორთეს
08-04-2021

თელავის N9 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სკოლაში გაზაფხულის დღესასწაული მოაწყვეს. ხელოვნების მასწავლებლის, ნინო მოდებაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ფოიეში საგაზაფხულო ნამუშევრები გამოფინეს. 

„მარტის ბოლო დღეა. წელს გაზაფხული ძნელად იმკვიდრებს თავს. გაჯიუტებული ზამთარი მთელი თვე პოზიციებს არ თმობდა და სიცივით, თოვლით, ქარითა და ნისლით მარტის დღეებს ზამთრის სეზონში „ითრევდა“ სანატრელი გაგვიხდა მზე, სითბო, სინათლე და ნათელი ფერები. 

არ შევეპუეთ. ხელოვნების მასწავლებლის, ნინო მოდებაძის მოწადინებითა და დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონდომებით ნამდვილი, ნათელი და ფერადი გაზაფხული სკოლის ფოიეში „მოვიყვანეთ“.

თქვენც დაგათვალიერებინებთ ამ სილამაზეს, თქვენც გაგათბობთ და გაგახალისებთ მე-9 სკოლის „გაზაფხულით“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203