თელავის N9 საჯარო სკოლამ შემეცნებით - საგანმანათლებლო გზავნილი მიიღო
06-04-2021

თელავის N9 საჯარო სკოლამ პროექტის - „არაფორმალური ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობა პანდემიის პირობებში“ ფარგლებში შემეცნებით - საგანმანათლებლო გზავნილი მიიღო.

„ასოციაცია „ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის“ ევროკავშირის გრანტის ფარგლებში ორგანიზაციის PIN მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „არაფორმალური ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობა პანდემიის პირობებში“.

პროექტი მიზნად ისახავს სპეციალური შემეცნებით - საგანმანათლებლო კომპლექტების შემუშავებას და დარიგებას ბენეფიციარებისთვის.

საგანმანათლებლო კომპლექტები იქმნება ფსიქოლოგისა და განათლების ექსპერტის ჩართულობით და მიმართულია ბავშვის კონკრეტული უნარების განვითარებაზე. 
ასოციაციის „ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის“ ხელმძღვანელის ინა სოხაძის გზავნილი სკოლამ დღეს მიიღო. 

მადლობა ზემოთ ხსენებულ ორგნიზაციას“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203