ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლუკა დეკანაძემ​ სლოგანების კონკურსში გაიმარჯვა
06-04-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლებს, ლუკა დეკანაძემ სლოგანების კონკურსში გაიმარჯვა. სკოლამ კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა.

2 აპრილს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული სლოგანების კონკურსი დასრულდა. „საგზაო უსაფრთხოებისა“ და „ბულინგის" თემებზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა სლოგანები სოციალური ქსელით გაავრცელეს და დაგროვილ ხმათა რაოდენობის მიხედვით საპრიზო ადგილები მოიპოვეს.
საპრიზო ადგილებზე გასულ ახალგაზრდებს საჩუქრად 50-50 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ.

„ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს ლუკა დეკანაძის კონკურსში გამარჯვებას და უსურვებს მომავალში წარმატებებს“, - ინფორმაციას სკოლის დირექცია ავრცელებს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203