დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკის ტურნირში საპრიზო ადგილები დაიკავეს
24-11-2017
დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეემმა საჭადრაკო სკოლა „ნონა“-ს მიერ გიორგობის დღისადმი მიძღვნილ ჭადრაკის ტურნირში საპრიზო ადგილები დაიკავეს. 10 წლამდელთა ტურნირში III ადგილი დაიკავა IV კლასის მოსწავლე დიმიტრი ბიწაძემ, ხოლო II ადგილის მფლობელი გახდა V კლასის მოსწავლე ნიკა ბაკურაძე.
დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.