„სკოლა ამაყობს თქვენი მონაპოვრით“- კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლე ბექა კუპატაძე სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში გადავიდა
06-04-2021
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, ბექა კუპატაძე ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში გადავიდა.

სკოლა მოსწავლეს და მის ისტორიის მასწავლებელს, თეონა ბიწაძეს წარმატებას ულოცავს. 

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში გადასვლას მე-12 კლასის მოსწავლეს ბექა კუპატაძეს და ისტორიის პედაგოგ თეონა ბიწაძეს ამ დიდ წარმატებას. გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს. ნამდვილად ამაყობს ჩვენი სკოლა თქვენი მონაპოვრით“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203