„ეს ის ადგილია, სადაც წარმატება და განვითარება უწყვეტი პროცესია, სადაც გმირები იზრდებიან“- იხილეთ ხონის N3 საჯარო სკოლის ვიდეორგოლი
06-04-2021

ხონის N3 საჯარო სკოლა ეს ის ადგილია სადაც წარმატება და განვითარება უწყვეტი პროცესია, სადაც გგმირები იზრდებიან და სადაც არასდროს მოიწყენ - სწორედ ამის შესახებ მოგვითხრობს სკოლის საიმიჯო ვიდეორგოლი. 

სკოლა რეაბილიტირებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ და აღჭურვილია ევროპული სტანდარტების კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, სკოლაში არის უფასო უკაბელო ინტერნეტი. 

სკოლა ასევე ჩართულია განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროგრამაში - „ახალი სკოლის მოდელი“ და ასევე პროექტში - „ციფრული სკოლა“. სკოლაში ასევე მიმდინარეობს Minecraft-ის დანერგვის საპილოტე პროგრამა.

პროფესიონალი და მზრუნველი მასწავლებლები აქტიურად იყენებენ „კეთებით სწავლის“ მეთოდს, ამიტომ სკოლა მოგვიწოდებს - „ისწავლე და იმეგობრე ჩვენთან“.

„მხოლოდ მცირედით შეგიქმნით წარმოდგენას ხონის მესამე საჯარო სკოლაზე,რეალურად იგი გაცილებით საინტერესოა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეორგოლი



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203