საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „შემოდგომის ზეიმზე“ ორიგინალური მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს
24-11-2017
საყუნეთის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება „შემოდგომის ზეიმი“ ჩაატარეს. მოსწავლეებმა შემოდგომის ნობათით სავსე საკლასო ოთახში, დახატული ბუხრის პირას იმღერეს, ქოლგებით იცეკვეს და იგავ-არაკი „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“ წარმოადგინეს. პატარა მსახიობებმა აუდიტორიისგან დიდი მოწონება დაიმსახურეს.
სკოლის დირექტორმა ორგანიზატორ მასწავლებლებს - მარეხი ყურმაშვილს, ნათია ხაჩიძეს, მარინა ლომიძეს, მონაწილე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს