„მომავალ თაობას სჭირდება მეტი სითამამე და გამბედაობა“- ალა მეგრაბიანი, კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
06-04-2021
რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლის დირექტორის ალა მეგრაბიანის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ. 

- სკოლა არის. . .
- ტაძარი, წმინდა ადგილი, გარემო, სადაც ადამიანი იღებს არა მარტო განათლებას, არამედ ყალიბდება, როგორც პიროვნება და ინდივიდი, როგორც მოქალაქე და გარკვეული ღირებულებების მატარებელი და შემფასებელი. და ჩვენი - პედაგოგების  ამოცანა ესაა, რომ თანამედროვე მოსწავლემ ზუსტად ასე აღიქვას სკოლა. 

- ცოდნა გვანიჭებს. . . 
- ცხოვრების სტიმულს, მოტივაციას, განათლების უპირატესობის ცნობიერებას, სამყაროს მრავალფეროვნების აღქმას, ასევე ახალი გამოწვევებისადმი მზადყოფნას. სხვაგვარად, ცოდნა - იგივე სინათლე, შუქი, რომელიც გვინათებს გზას.

- მომავალ თაობას სჭირდება. . . 
- მეტი სითამამე და გამბედაობა. სიღრმისეული და საფუძვლიანი განათლება. ჩვენ გვევალება ჯანსაღად მოაზროვნე პიროვნების, ღირსეული მოქალაქის და, რა თქმა უნდა, განათლებული ადამიანის აღზრდა. 

- როდესაც მოსწავლე ვიყავი. . . 
- ბევრს ვკითხულობდი, მჯეროდა სასწაულის, ვოცნებობდი სამყაროს შეცვლაზე უკეთესისკენ.  

- დირექტორობა მეხმარება. . .   
- უფრო ახლოს ვიყო არსებულ გამოწვევებთან, მეტი პასუხისმგებლობით ვუდგე სწავლა-სწავლების საქმეს და ჩემი წვლილი შევიტანო მომავალი თაობის აღზრდაში. 

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ. . . 
უნდა ვიყო ობიექტური, პუნქტუალური, კრიტიკული, ამავდროულად - ტოლერანტი, მეგობრული, კოლეგიალური.

- წარმატებისთვის აუცილებელია. . . 
- განათლება, შრომისმოყვარეობა, მოტივაცია, რწმენა თავის თავში, ერთგული გუნდი და ოპტიმიზმი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203