საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დებატები ჩატარდა
06-04-2021

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა- ელენე ჟღენტმა და მარიამ კუხალაშვილმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დებატები გამართეს.

რეზულუციის თემა: ეთანხმებით თუ არა თანამედროვე საზოგადოებაში შშმ პირების მიმართ სტიგმის არსებობას.

„თამაში 22-ში უარმყოფელი გუნდის გამარჯვებით, ხოლო 23-ში მტკიცებითი გუნდის წარმატებით დასრულდა. ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდს და ვუსურვებთ წარმატებებს. სკოლის დირექცია, დიდ მადლობას უხდის, ელენე ჟღენტსა და მარიამ კუხალაშვილს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 21 მარტს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203