თბილისის N16 სკოლის მოსწავლეებს izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელ ტესტ​ში ბრწყინვალე შედეგი აქვთ
06-04-2021
დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერად, izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელი ტესტი ბრწყინვალედ შეასრულეს და ოქროს დიპლომები მოიპოვეს მოსწავლეებმა - დემეტრე დოლიძემ, ნიკოლოზ ნადირაძემ, თინანო ტარიელაშვილმა, მარიამ ვეშაგურმა, ბარბარე ვეშაგურმა, მურმანი ოქროპილაშვილმა, ცოტნე ვარდოსანიძემ, საბა ჭოხონელიძემ, ანდრია ტაბატაძე და გივი ჯოჯუამ.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203