თბილისის N118 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომები მოიპოვეს
06-04-2021
თბილისის N118 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერად, izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელი ტესტი ბრწყინვალედ შეასრულეს და ოქროს დიპლომები მოიპოვეს მოსწავლეებმა - სოფი ლომიძემ, ლიზი ბარნოვმა, ბარბარე რევაზაშვილმა, გაბრიელ ლორთქიფანიძემ, ჯეკო ხუციშვილმა და ალექსანდრე ლობჟანიძემ.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203