ქვემო ვაშლოვანის, საციხურისა და წაბლანის საჯარო სკოლის გუნდებმა მაგიდის ჩოგბურთში გამართულ სპორტულ ოლიმპიადაში საპრიზო ადგილები დაიკავეს
06-04-2021

ხულოს რესურსცენტრის ორგანიზებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში, ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, შესაბამისი წესების დაცვით, მაგიდის ჩოგბურთში სპორტული ოლიმპიადა გაიმართა.

სადაც, 6 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.

წარმატებით იასპარეზა და ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა რუსლან მელაძის სახელობის, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გუნდი.
II- ადგილი მოიპოვა სოფელ საციხურის საჯარო სკოლის გუნდმა, 
III - ადგილი კი წილად ხვდა, ასლან შაინიძის სახელობის, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის გუნდს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203