ნაგებერაოს საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში საინტერესო სასწავლო პროექტები მიმდინარეობს
06-04-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლაში პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში მიმდინარეობს სასწავლო პროექტები: პერმაკულტურა და ერთი ცა, ერთი მიწა, სიძულვილის გარეშე.
პროექტები დატვირთულია მრავალფეროვანი გრძელვადიანი აქტივობებით. პროექტში ჩართულ მოსწავლეებს, სკოლის დირექტორმა საჩუქრად გადასცა, განსაზღვრული აქტივობების შესრულებისთვის საჭირო რესურსი.
მონაწილეებს პროექტის ოფიციალური წარმომადგენლობითი გულღვედები დაუმზადდათ. პროექტის სრულ ფინანსურ მხარდაჭერას სკოლის ადმინისტარაცია უზრუნველყოფს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს