თბილისის N136 სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელი ტესტი ბრწყინვალედ გაიარეს
06-04-2021
თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად, izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელი ტესტი ბრწყინვალედ შეასრულეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს მოსწავლეებმა - ანასტასია ბურჯალიანმა, ელენე ტყემალაძემ და ელენე ეგუტიამ.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს