ხაბუმეს თემის N3 სკოლის მოსწავლეებმა დედებსა და პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს
06-04-2021
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედის დღე მშობლებსა და მასწავლებლებს მიულოცეს.
დაწყებითი კლასის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ღონისძიებაში. მათ მშობლებსა და პედაგოგებს მიუძღვნეს ლამაზი ლექსები და სიმღერები. მოსწავლეებმა მორთეს და გააფორმეს სცენა.