დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა
06-04-2021

ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში „თანასწორობის“ კუთხე გაიხსნა, რომლის მიზანია, მოზარდების არაფორმალური განათლების ამაღლება და თავისუფალი დროის შინაარსიანად გატარების ხელშეწყობა.

„კიდევ ერთი ლამაზი დღე მიისაკუთრა ნიკო მარის სახელობის ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის ისტორიამ, 29 მარტს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, გურიის გუბერნიასთან, ჩოხატაურის მერიასთან, საკრებულოსთან და კომპანია „სილქნეტთან“ თანამშრომლობით სკოლაში გახსნა „თანასწორობის“ კუთხე, რომლის მიზანია, მოზარდების პოტენციალის რეალიზების, არაფორმალური განათლების მიღების და თავისუფალი დროის შინაარსიანად გატარების ხელშეწყობა.

სტუმრებმა ხაზგასმით ისაუბრეს თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნასა და ზოგადად, თანასწორობის იდეის მნიშვნელობის შესახებ.

მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაეთვალიერებინათ გამოფენა „გოგონები მომავლიდან“. სკოლას „სილქნეტისგან“ საჩუქრად გადაეცა კომპიუტერი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203