ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
24-11-2017
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში „თავისუფალი გაკვეთილები“ გრძელდება.

სკოლის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებელ ნინო შაინიძესთან ერთად, სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. გაკვეთილს სკოლის დირექტორიც ესწრებოდა.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აცხადებენ, მოსწავლეებმა ხალისით იმუშავეს. მათ სკოლის ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203