ტუნაძეების საჯარო სკოლამ უნივერსიტეტის დეკანს უმასპინძლა
06-04-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლას 23 მარტს კავკასიის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე 2012–13 წლებში ალუდა გოგლიჩიძე სტუმრობდა.
შეხვედრა რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა. მან მომავალ აბიტურიენტებს საინტერესო პრეზენტაცია მოუწყო. იყო დიალოგი სწავლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ და სტუმრისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს