„შეხედე აუტიზმს გულით შენს თვალს შესაძლოა რამე გამორჩეს“ - ჩიქუნეთის საჯარო სკოლასთან არსებულ დაწყებით სკოლებში ღონისძიება ჩატარდა
06-04-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლასთან არსებულ ვაკის დაწყებით სკოლასა და ქვედა ქოქოლეთის დაწყებით სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

„შეხედე აუტიზმს გულით შენს თვალს შესაძლოა რამე გამორჩეს.
დაინახე ჩემი შესაძლებლობები! 
მე მიყვარს!
მე ვგრძნობ!
მე მიხარია!
მე მწყინს!
მე ვთამაშობ!
მე ვსწავლობ!“ - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი.

ვაკის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს მასწავლებლები - გულნარა ავალიძე და ლელა შუშანიძე ხელმძღვანელობდნენ. ქვედა ქოქოლეთის დაწყებითი სკოლის წარმომადგენელი კი პირველი კლასის მოსწავლე გეგა აბესლამიძე იყო. მისი მასწავლებელი თამაზ ქოქოლაძეა.

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203