„გაზაფხული ყველგან იგრძნობა“ - თორიის საჯარო სკოლა მოსწავლეებმა ხელნაკეთი ნივთებით გაალამაზეს
06-04-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დადგომა აღნიშნეს. ბავშვებმა ყვავილებისთვის ხელნაკეთი ლარნაკები დაამზადეს, სკოლის კედლები ფერადი ყვავილებით მორთეს და ნახატები დახატეს. აქტივობაში მოსწავლეები მონდომებით იყვნენ ჩართულები და საკუთარი ფანტაზიით სკოლა გაალამაზეს.

„გაზაფხული შემოსულა გაზაფხული ყველგან იგრძნობა. ყველას უხარია გაზაფხულის მოსვლა. ბავშვები აღაფრთოვანა გაზაფხულის მოსვლამ და მათ შექმნეს ხელნაკეთი ლამაზი ლარნაკები, რომლებშიც დაარგეს და დათესეს ყვავილები და დააწყვეს სკოლის ფანჯრების რაფებზე. კედლები მორთეს ფერადი ქაღალდებით დამზადებული საგაზაფხულო ყვავილებითა და ფანტაზიისამებრ, სხვადასხვა საგაზაფხულო ნახატებიც დახატეს“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203