„საქართველო და მისი ნაწილები“ - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-3 კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
06-04-2021

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-3-ბ კლასის მოსწავლეებმა წამოადგინეს გაკვეთილი თემაზე: „საქართველო და მისი ნაწილები“. კლასის ხელმძღვანელი მარინე ჩიქობავაა.

გაკვეთილი დაიწყო საქართველოს ჰიმნით. მოსწავლეებმა დაახასიათეს საქართველოს ბუნება, გაიხსენეს ისტორიული ფაქტები მისი წარსულიდან, ჩამოთვალეს საქართველოს კუთხეები და მოკლეს მიმოიხილეს. ასევე გაიხსენეს თავდადებული გმირები როგორც ძველი, ისე ახალი საქართველოს ეპოქიდან.

გაკვეთილი მრავალფეროვანი და მიზანმიმართული აქტივობების მონაცვლეობით დასრულდა. გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა, მასწავლებელმა დასახულ მიზანს მიაღწია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203