
„დაიწყო ეზოს დასუფთავება - გალამაზების კვირეული ჩვენს სკოლაში!“ - ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა მიმდინარეობს.
მოსწავლეები და მასწავლებლები მონდომებით შეუერთდნენ სკოლის ეზოს დასუფთავების აქციას და მიმდებარე ტერიტორიის გალამაზებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ.
აქციაში ჩართულებმა, კვირეულის ფარგლებში, გარდა დასუფთავებისა, სკოლის ეზოს გამწვანების მიზნით ნერგები დარგეს.
იხილეთ ფოტოები