თბილისის N49 სკოლამ თემაზე - „კოვიდ 19 პანდემიის გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე” კონფერენცია ჩაატარა
06-04-2021
თბილისის N49 საჯარო სკოლამ თემაზე - „კოვიდ 19 პანდემიის გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე” კონფერენცია ჩაატარა. მოსწავლეები დისკუსიაში იყვნენ აქტიურად ჩართულნი. კონფერენცია „თიმსში“ ჩატარდა არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე. მოსწავლეებმა ამ თემაზე წარადგინეს პოსტერები და პრეზენტაციები.
„კონფერენციაზე განვიხილეთ რა გავლენა ჰქონდა კორონავირუსს კონკრეტულ სფეროებზე: ჯანდაცვა, განათლება, გენდერული თანასწორობა, ბიზნესი, ტურიზმი და კულტურა. ჩვენ წარმოვადგინეთ კვლევები, პოსტერები და პრეზენტაციების შემდეგ გვქონდა დისკუსია ამ თემატიკებზე”, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს