თბილისის N108 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
06-04-2021

თბილისის N108 საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მეექვსეკლასელები ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობებში ჩაერთვნენ. მათი პედაგოგი თამარ ლობჯანიძეა.

„გავეცანით ამ დღესთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ვუყურეთ საბავშვო ანიმაციას აუტიზმის შესახებ, ვიმსჯელეთ თემასთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა ჩაწერეს ვიდეო მიმართვები თემაზე: „გაზარდე აუტიზმის ცნობადობა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203