წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გამართეს
06-04-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, რეგულაციების სრული დაცვით,  კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ჩაატარეს. პრეზენტაციის თემა იყო: „მსოფლიოს უდიდესი კოლორადოს კანიონი“.

„მოსწავლეებმა მოირგეს გეომორფოლოგიის როლი, გაეცნენ აღნიშნული კანიონის თავისებურებებს და პარალელები გაავლეს საქართველოს კანიონებთან, როგორიცაა: ბზიფი, იფშარა, ოკაცე, აბაშა და სხვ. შეადარეს კოლორადოს კანიონი საქართველოს კანიონებს. ინფორმაცია წარმოადგინეს ილუსტრირებული პოსტერებითა და საინტერესო საინფორმაციო ბუკლეტები შექმნეს“,- 

პრეზენტაციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგი ნათელა ჭოლოკავა, დამრიგებელი დარეჯან ლაჭყეპიანი.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203