დიდაჭარის საჯარო სკოლაში „მწვანე ოთახი“ საზეიმოდ გაიხსნა
23-11-2017
დიდაჭარის საჯარო სკოლაში „მწვანე ოთახი“ საზეიმოდ გაიხსნა. ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში, მოსწავლეები მესამე ადგილზე გავიდნენ და გრანტი მოიპოვეს, რითაც ოთახი გაარემონტეს და ავეჯით აღჭურვეს. საზეიმო გახნის ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს. განსაკუთრებული მოწონება შავი დაფის მოხატულობამ დაიმსახურა. გახსნას ეკოჰაბის წარმომადგენლები და ხულოს რესურსცენტრის უფროსი ესწრებოდნენ. ცერემონია ტორტის გაჭრით დასრულდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს