წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა მკვლევარის როლი მოირგეს
06-04-2021
ტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VII კლასმა, პედაგოგ დარეჯან ჯიშკარიანთან ერთად, კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ჩაატარეს.

პრეზენტაციის თემა იყო: „სოკოების სამეფო“, კერძოდ საკითხზე - ობის სოკო.

მოსწავლეებმა მოირგეს მკვლევარის როლი, ჩაატარეს კვლევა ობის სოკოს განვითარების პირობების შესახებ. შედეგები წარმოადგინეს ცხრილებისა და ილუსტრირებული პოსტერების სახით სათანადო ინფორმაციით. მოსწავლეებმა შეიძინეს სასარგებლო უნარ-ჩვევები საკვები პროდუქტების შენახვასთან დაკავშირებით.
 
იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203