სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცხოველების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
05-04-2021

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად, არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს და მოსწავლეებიც ჩართულები არიან საგაკვეთილო პროცესში.

მასწავლებელმა, ნონა ფარულავამ, მე-2 კლასის მოსწავლეებს ქართულ ენის გაკვეთილზე მისცა მითითებები, თუ როგორ უნდა შეესრულებინათ კომპლექსური დავალება საგაკვეთილო თემაზე - „სახალისო დავალება“, რომელიც ეხებოდა ცხოველებს.

მოსწავლეებმა ინტერნეტის საშუალებით მოიძიეს ინფორმაცია მათთვის საყვარელ ცხოველებსა და მათ ნაშიერებზე; ამობეჭდეს სურათები, აკინძეს წიგნად, მოიწვიეს ცხოველების მოყვარული ბავშვები და კლასელებთან ერთად მოაწყვეს პრეზენტაცია.

ბავშვებმა ისაუბრეს, როგორ პირობებში ცხოვრობენ ცხოველები, როგორ ზრუნავენ ნაშიერებზე, რით იკვეთებიან, რამდენ წელს ცხოვრობენ, რით არიან საინტერესო, რა შეიტყვეს ახალი მათ შესახებ, რა მსგავსება და განსხვავება აღმოაჩინეს და ა.შ.

მოსწავლეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს, იმსჯელეს და ამ ფორმატით, პრეზენტაციას დაუვიწყარი სახე მისცეს, ბოლოს კი საყვარელმა ნონა მასწავლებელმა პროექტორით უჩვენა დოკუმენტური ფილმი „ველური ბუნება“. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203