ბუშეტის საჯარო სკოლის ლიდერთა გუნდი კონფერენციაში მონაწილეობდა
05-04-2021

თელავის მუნიციპალიტეტის, ბუშეტის საჯარო სკოლაში დასწრებითი სწავლება საკლასო ოთახებში, არსებული ჯანდაცვის რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ სხვადასხვა აქტივობაში და ამის მაგალითია ბუშეტის საჯარო სკოლაში არსებული ლიდერთა გუნდის მონაწილეობა არაფორმალურ საგანმანათლებლო პროექტებში.

ახლახან, თელავის მუნიციპალიტეტის, ბუშეტის საჯარო სკოლის ლიდერთა გუნდმა, მონაწილეობა მიიღო ლიდერთა შუალედურ კონფერენციაში, სადაც  საპრეზენტაციო პროგრამით - „არაფორმალური განათლების როლი სასკოლო ცხოვრებაში“ წარდგა სკოლის მენტორი მასწავლებელი მანანა ბოჭორიშვილი. შეხვედრა პროდუქტიულად და საინტერესოდ წარიმართა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203