წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VI კლასში მათემატიკაში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა
05-04-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VI კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მასწავლებელი: თ. ჭოლაძემ ღია გაკვეთილი ჩაატარა თემაზე: ღერძული სიმეტრია.

გაკვეთილი ჩატარდა მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობით ყველა აქტივობაში. მოსწავლეებმა შეძლეს PP-ში მომზადებულ პრეზენტაციაში მოცემული ფიგურების სიმეტრიის ღერძის მითითება, შეასრულეს პრაქტიკული: სამუშაო წერტილის სიმეტრიული წერტილის აგება, იპოვეს სხვადასხვა ქვეყნის დროშების გამოსახულებაზე სიმეტრიის ღერძი (ღერძები), შეავსეს უჯრებიან ფურცელზე მოცემული ფიგურა სიმეტრიულ ფიგურამდე, აღმოაჩინეს კანონზომიერება ციფრების ღერძული სიმეტრიით მიღებულ ფიგურებში.

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ფ. ფანჩულიძე, სასწავლო ნაწილი დ. სილაგაძე, კათედრის ხელმძღვანელი: ნ. ბაზაძე, მასწავლებელი: მ. წულაია. 

გაკვეთილი მოსწავლეებმა და დამსწრეებმა შეაფასეს დადებითად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203