მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს პრეზენტაციებით გამოეხმაურნენ
05-04-2021

2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. უკვე ტრადიციად დამკვიდრდა, რომ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიებებს მართავენ, თუმცა კოვიდ-პანდემიამ გარკვეული შეზღუდვები დაგვიწესა და სასკოლო საზოგადოებაც ამ თარიღს უფრო მოკრძალებულად ეხმაურება.

ახლაც, 2021 წლის 2 აპრილს, მარტყოფის N1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ქეთევან კობიაშვილი და მისი მოსწავლეები, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს პრეზენტაციებით გამოეხმაურნენ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მატ ყველა ფერის დანახვა შეუძლიათ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203