ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
05-04-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დღესთან დაკავშირებით ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება. მოსწავლეებს აჩვენეს ანიმაციური ფილმები, სადაც ასახული იყო აუტისტი ბავშვის ცხოვრება. მოსწავლეებს ინფორმაცია მიეწოდათ აუტიზმის შესახებ. ვიდეოში იმ მშობლების რეკომენდაციებიც იყო, რომელთაც აუტისტური სპექტრის მქონე შვილები ჰყავთ.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203