ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეები საკუთარი ნამუშევრებით გვახსენებენ, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას
05-04-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის, ზიკილიის საჯარო სკოლა ჩართულია ახალი სკოლის მოდელში და შესაბამისად, კომპლექსური დავალებების შესრულებისას, პედაგოგებიცა და მოსწავლეებიც უამრავ სასწავლო რესურსს იყენებენ.

მას შემდეგ, რაც ზიკილიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა, ბავშვები მეტი ენთუზიაზმით ცდილობენ თითოეული დავალების შესრულებას და არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, თავის სიტყვას ამბობენ სკოლის ცხოვრებაში.

ახლახან, ზიკილიის საჯარო სკოლის 1, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა ბუნების თემატიკაზე, კომპლექსური დავალებების ფარგლებში, საკუთრი ნამუშევრები წარადგინეს და ამით კიდევ ერთხელ, შეახსენეს საზოგადოებას, რომ უნდა გავუფრთხილდეთ დედაბუნებას. 


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203