ეწრის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდაზე აქტიურად ზრუნავენ
05-04-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ეწრის საჯარო სკოლაში დასწრებითი სწავლება არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს და სასკოლო საზოგადოებაც ჩართულია სხვადასხვა აქტივობაში. თავად სკოლის ადმინისტრაცია კი, მოსწავლე მასწავლებლებთან ერთად, მუდმივად ცდილობს, ფეხი აუწყოს თანამედროვე მოთხოვნებს, რათა მარტივად გადალახოს ყველა გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა პანდემიის გამო აღმოჩნდა.

ეწრის საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ნერგავენ სიახლეებს და ამის ნათელი დადასტურება გახლავთ მე-4 კლასში ჩატარებული ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი: დაწყებითების პედაგოგი, სვეტლანა ქათამაძე, მოსწავლეებთან ერთად უჩვეულო გაკვეთილი ჩაატარა თემაზე -„ხისმაცქერალი კაცის ამბავი“ - ნორჩმა ურბანისტებმა შექმნეს ქალაქის ძველი და ახალი უბნის მაკეტები.  

ინგლისურის პედაგოგმა, ნანული შუღლაძემ, ასევე მე-4 კლასელებისთვის წარმოადგინა პრეზენტაცია - Australia და  სლაიდებმა მოსწავლეებს მოტივაცია აღუძრა;  

გეოგრაფიის პედაგოგმა მირანდა ჟორჟოლაძემ, მე-8 კლასელებს უჩვეულო გაკვეთილი ჩაუტარა თემაზე „სოფლის მეურნეობა“ - მოსწავლეებმა ინტერესი გამოავლინეს სოფლის მეურნეობის დარგების მიმართ. მოიყვანეს მაგალითები და იმსჯელეს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მის პერსპექტივაზე საკუთარ სოფელში. 

წარმოგიდგენთ ჩატარებული გაკვეთილების ფოტომასალას

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203