ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძველი ქართული მწერლობის მნიშვნელოვანი ძეგლების შესახებ ღონისძიება გამართეს
05-04-2021
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად ღონისძიება მერვეკლასელების მონაწილეობით ჩატარდა. მოსწავლეებმა ქართული მონასტრებისა და ქართული სიწმინდების შესახებ წარმოადგინეს საინტერესო ისტორიული ფაქტები. ისაუბრეს ადიშის ოთხთავის როგორც ძველი ქართული ენისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლის მნიშვნელობაზე,  ისე,  ჯრუჭისა და პარხალის მონასტრების მნიშვნელობაზე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203