იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
05-04-2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლა მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა.

„მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ  რა არის აუტიზმის სპექტრი, რა ახასიათებთ აუტიზმის სპექტრის მქონე პირებს და ასევე გაეცნენ მათ უფლებებს და იმას, თუ როგორ უნდა რეალიზდნენ საზოგადოებაში. ამის შედეგ ბავშვებმა შექმნეს პლაკატები.

ჩვეულებრივ, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები ფიზიკურად არ განსხვავდებიან უმრავლესობისგან, თუმცა ისინი შეიძლება იქცეოდნენ, ურთიერთობდნენ, ლაპარაკობდნენ და სწავლობდენენ მათგან განსხვავებულად“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203