თბილისის N37 სკოლაში დაუნის სინდრომისა და აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული გაიმართა
05-04-2021

თბილისის N37 სკოლაში დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული გაიმართა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეთა თვითმმართველობის ჩართულობით ყველა კლასმა შექმნა საინტერესო პლაკატები, მოიფიქრეს ორიგინალური სლოგანები და გამართეს დისკუსია აღნიშნული სინდრომის შესახებ. ისაუბრეს ტოლერანტობის, საზოგადოებრივი მიმღებლობის, თანასწორობისა და მეგობრობის შესახებ. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ სკოლას არ ჰყავს დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლე, მაგრამ გამოთქვეს მეგობრობისთვის მზაობა ასეთი მოსწავლის სამომავლოდ არსებობის შესახებ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203