„წარმატებისთვის აუცილებელია, დროს არ ჩამორჩე“ - მუხრანის საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან ონიანი
05-04-2021

რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის საჯარო სკოლის დირექტორის - ნესტან ონიანის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ

- სკოლა არის...

- მეორე ოჯახი, სადაც მთელ დღეს ვატარებ.

- ცოდნა გვანიჭებს. . .

- თვითრწმენას, რომ შეგიძლია კონკურენტუნარიანი იყო.

- მომავალ თაობას სჭირდება. . .

- სითბო და ყურადღება. წიგნიერებასთან ერთად ჯანმრთელობა და ნერვები რომ შეინარჩუნონ.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი.

- მიყვარდა გონიერი მასწავლებელი, ვერ ვიტანდი ისეთს, ვინც გაკვეთილზე არ იხარჯებოდა.

- დირექტორობა მეხმარება. . .

- დიდი პასუხისმგებლობაა და მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს. არ ვიცი რაში მეხმარება...

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ. . .

- რაც არ მომწონდა სხვაში, მეც იგივე არ გავიმეორო.

- წარმატებისთვის აუცილებელია. . .

- დროს არ ჩამორჩე..

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203